Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ექსპერტი სენსაციურ აღმოჩენაზე: მონეტების ღირებულება შესაძლოა, მილიონობით ლარს აღწევდეს
ambebi.ge
26 May 2016, 15:20
მდინარე სავერცხლიას ხეობაში აღმოჩენილი დიდი რაოდენობის მონეტების ავთენტურობის დასადგენად ახალგაზრდა ნუმიზმატთა ასოციაცია მუშაობს. ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, რომელი საუკუნით თარიღდება მონეტები.

ახალგაზრდა ნუმიზმატთა ასოციაციის ექსპერტი ალექსანდრე ფოლადაშვილი, აღმოჩენილი მონეტების კოლხურ თეთრთან მსგავსებაზე საუბრობს. მისი თქმით, მსგავს მონეტებს დასავლეთ საქართველოში იყენებდნენ.

"აღნიშნული მონეტები ძალიან ჰგავს კოლხურ თეთრს და თუ ეს მართლაც ასეა, მათი ღირებულება შესაძლოა რამდენიმე მილიონ ლარსაც აღწევდეს. მონეტის ავერსზე მწოლიარე ჰერმაფროდიტი ლომია გამოსახული, რაც გვაძლევს იმის ეჭვის საფუძველს, რომ ეს მონეტა შესაძლოა თარიღდებოდეს მეხუთე საუკუნით. მეორე მონეტაზე კი გამოსახულია ალექსანდრე Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. მაკედონელი და მისი ერთ-ერთი მემკვიდრე თრაკიის მეფე ლისიმაქე. თუ ეს დადასტურდა, ნამდვილად ძალიან დიდ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე" - აღნიშნა საუბრისას ახალგაზრდა ნუმიზმატთა ასოციაციის ექსპერტმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში სენსაციური აღმოჩენის შესახებ. საქართველოს განძის დაცვის პოლიციამ ქუთაისთან ახლოს დიდი რაოდენობით ძველი ქართული მონეტები აღმოაჩინა. ნაპოვნი განძი სავარაუდოდ, ქართული ისტორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშველოვანეს აღმოჩენად იქცევა.



R
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი